From Wikipedia, the free encyclopedia
ახმად კადიროვი (დ. 23 აგვისტო, 1951, ყარაგანდა — გ. 9 მაისი, 2004, გროზნო) — ჩეჩნეთის სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. რამდენიმე წელი იჩქერიის ყადის თანამდებობა ეკავა. თავდაპირველად ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო შემდგომ ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისთანავე რუსეთის მხარეს გადავიდა, რაც ყოფილმა თანამებრძოლებმა არ აპატიეს და სეპარატისტთა თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2004 წლის 9 მაისს, აღლუმის დროს. ლიკვიდაცია მოხდა დასასხდომის ქვეშ ნაღმის დამალვით, რომელიც ცემენტით იყო დაფარული, დეტონაცია მოხდა დისტანციურად.
მის შემცვლელად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ახმად კადიროვის შვილი, რამზან კადიროვი დანიშნა, რომელიც დღემდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.