ახელოოს ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ახელოოს ბრძოლა — ბიზანტია-ბულგარეთის ბრძოლა. გაიმართა 917 წლის 20 აგვისტოს მდინარე ახელოოსა და თანამედროვე ქალაქ პომორიეს შორის, ბულგარეთში.
ახელოოს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ბიზანტიურ-ბულგარული ომების ნაწილი | |||
თარიღი | 20 აგვისტო, 917 | ||
მდებარეობა | პომორიე, ბულგარეთი | ||
შედეგი | ბულგარელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ახელოოს ბრძოლა ვიკისაწყობში |
ახელოოს ბრძოლა შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლაა, რომელშიც მონაწილეობდა 120 000-ზე მეტი მეომარი. სიმეონ I-მა მოიპოვა გადამწყვეტი ბრძოლა და გააძლიერა ბულგარეთის ჰეგემონია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.
913 წელს ხელისუფლებაში ზოიას დაბრუნების შემდეგ კონსტანტინოპოლში ანტიბულგარული განწყობილება გაძლიერდა. მმართველ წრეებს სჯეროდათ, რომ ბულგარეთის სახელმწიფო და მისი ამბიციური მმართველი სიმეონი, საფრთხეს უქმნიდა ბიზანტიის იმპერიას. ზოიამ მიიღო ბულგარელების განადგურების გადაწყვეტილება.
917 წელს ბიზანტიის იმპერიამ ზავი დადო არაბთა სახალიფოსთან, რათა საკუთარი ძალების მობილიზაცია მოეხდინა ბულგარელების წინააღმდეგ. ბიზანტიის დიპლომატია ცდილობდა სიმეონის წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნას და მოლაპარაკებებს მართავდა სერბებთან, მადიარებთან და პაჭანიკებთან. სიმეონმა სერბები დაიმორჩილა, ხოლო მადიარები და პაჭანიკები თავის მხარეზე გადაიყვანა.
ბიზანტიის არმიას მეთაურობდა ლეონ ფოკა, ხოლო ფლოტს რომანოზ I ლაკაპენოსი, ხოლო ბულგარეთის არმიას პირადად სიმეონ I.
დაპირისპირებული არმიები მდინარე ახელოოსა და ქალაქ ახელოოს (ამჟამად პომორიე) შორის შეხვდენენ. მძიმე ბრძოლების შედეგად თითქმის ყველა ბიზანტიელი მხედართმთავარი დაიღუპა, ხოლო არმია სრულიად განადგურდა.