From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ზელანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ინგლ. New Zealand national football team) წარმოადგენს ახალ ზელანდიას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთში, იმართება ახალი ზელანდიის ფეხბურთის ასოცოაციის მიერ.
მეტსახელ(ებ)ი | All Whites | ||
---|---|---|---|
ასოციაცია |
ახალი ზელანდიის ფეხბურთის ასოცოაცია (New Zealand Football) | ||
კონფედერაცია | ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია | ||
მთავარი მწვრთვნელი | ვაკანტურია | ||
კაპიტანი | უინსტონ რიდი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ივან ვიცელიჩი (88) | ||
ბომბარდირი | ვოგან კავენი (28) | ||
ფიფა-ს კოდი | NZL | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
ახალი ზელანდია 3 - 1 ავსტრალია (დანიდინი, ახალი ზელანდია; 17 ივნისი, 1922) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ახალი ზელანდია 13 - 0 ფიჯი (ოკლენდი, ახალი ზელანდია; 16 აგვისტო, 1981) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
ახალი ზელანდია 0 - 10 ავსტრალია (უელინგტონი, ახალი ზელანდია; 11 ივლისი, 1936) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 2 (პირველად 1982) | ||
საუკეთესო შედეგი | ჯგუფური ეტაპი, 1982, 2010 | ||
ოკეანეთის ეროვნებათა თასი | |||
გამოსვლა | 10 (პირველად 1973) | ||
საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1973, 1998, 2002, 2008, 2016 |
ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრების მიღწევებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ იგი ისტორიაში ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. პირველ, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრამდე ახალი ზელანდიის ნაკრებმა ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ოკეანეთის საკვალიფიკაციო ზონის ჯგუფის, რომელიც შედგებოდა ტაივანის, ინდონეზიის, ფიჯის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებისგან, მხოლოდ პირველადგილოსანი გადადიოდა კვალიფიკაციის შემდეგ ეტაპზე, ამიტომაც ახალი ზელანდიისთვის წლების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ავსტრალიის ნაკრები ხდებოდა, რომელიც ბევრად აღემატებოდა თავის კონკურენტებს, მათ შორის ახალი ზელანდიის ნაკრებს. თავისი საკვალიფიკაციო ზონის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრებს კიდევ ერთ ჯგუფში მოუწია ჭიდილი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, ამჯერად აზიური ქვეყნების ნაკრებებთან. ფინალური მატჩი, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრები დაუპირისპირდა ჩინეთის ნაკრებს, გაიმართა ნეიტრალურ მოედანზე სინგაპურში, 1982 წლის 10 იანვარს. არცერთ გუნდს არ სურდა შანსის ხელიდან გაშვება და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობის განიავება, თუმცა ახალმა ზელანდიამ მოახერხა გადამწყვეტ მომენტში მობილიზაცია, შედეგად კი გაიმარჯვა ანგარიშით 2-1. [1]
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ ახალი ზელანდიის ნაკრებს მეტოქეებად არგო საბჭოთა კავშირის, შოტლანდიის და ბრაზილიის ნაკრებები. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია მალევე გამოეთიშა ტურნირს, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა დიდი შთაბეჭდილებები დაუტოვა ახალზელანდიელებს. მაგალითად, ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩარლი დემპსიმ ჩინეთთან გამართული მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრების სამშობლოში დაბრუნებისთანავე განაცხადა: „ჩვენი ფინალი სინგაპურში გაიმართა. ჩვენ უკვე მოვიგეთ ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი“.
ქვემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები იყვნენ ახალი ზელნადიის ნაკრების განაცხადში 2017 წლის კონფედერაციის თასზე.[2]
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.