ახალი ზელანდიის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ზელანდია მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პოლინეზიის სამკუთხედის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ორი კუნძულისგან შედგება, რომელთაც ჰქვიათ სამხრეთი კუნძული და ჩრდილოეთი კუნძული, ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან კუკის სრუტით არიან გამოყოფილი. ახალ ზელანდიას ეკუთვნის ასევე 700-მდე მცირე ფართობის მქონე კუნძულები, რომელთა უმეტესი ნაწილი დაუსახლებელია. მათ შორის ფართობის გამოირჩევიან: სტიუარტი, ანტიპოდის კუნძულები, ოკლენდის კუნძულები, ბაუნტის კუნძულები, კემპბელის კუნძულები, ჩატემის კუნძულები და კერმადეკის კუნძულები.