აცეტონი
ქიმიური ნივთიერება / From Wikipedia, the free encyclopedia
აცეტონი, დიმეთილკეტონი, C3H6O — უმარტივესი კეტონი, უფერო სითხე დამახასიათებელი სუნით. დუღილის ტემპერატურაა 56,1°C, დნობისა კი −95°C, სიმკვრივე — 0,7899 გ/სმ³. აცეტონს ახასიათებს კეტონების ყველა თვისება: წარმოქმნის ოქსიმს, სემიკარბაზონს, ოქსინიტრილს. იგი იერთებს ქლორეტონს და იძლევა ანტისეპტიკურ ქლორეტონს (CH3)2C(OH)CCl3. აცეტონზე ქლორისა და ტუტის მოქმედებით შეიძლება ქლოროფორმის მიღება. აცეტონი რეაქციისუნარიანი ნაერთია, მონაწილეობს მრავალ ქიმიურ რეაქციაში, რომელთაგან ბევრი სამრეწველო მნიშვნელობისაა. აცეტონს თავდაპირველად ღებულობდნენ კალციუმის აცეტატის მშრალი გამოხდით: (CH3COO)2Ca→CH3COCH3+CaCO3 და ძმარმჟავას ორთქლის გატარებით სხვადასხვა კატალიზატორზე (ცერიუმის ჟანგი, ტიტანი და სხვა). მისი მიღების შედარებით ახალი მეთოდია პროპილენის ჰიდრატაციითა და წარმოქმნილი იზოპროპილის სპირტის დაჟანგვით:
აცეტონი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | პროპანონ-2[1] |
ტრადიციული სახელწოდება | აცეტონი, დიმეთილკეტონი |
ქიმიური ფორმულა | C3H6O |
მოლური მასა | 58,08 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0,7845 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −94.7[2] °C |
დუღილის ტემპერატურა | 56.05[2] °C |
კრიტიკული წერტილი | 235,5 |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 19.16 (H2O)[3] |
NFPA 704 | |
კლასიფიკაცია | |
CAS | 67-64-1 |
PubChem | 180 |
EINECS | 200-662-2 |
RTECS | AL3150000 |