![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/97/Acetaldehyde-2D-flat.svg/langka-640px-Acetaldehyde-2D-flat.svg.png&w=640&q=50)
აცეტალდეჰიდი
ორგანული ნაერთი / From Wikipedia, the free encyclopedia
აცეტალდეჰიდი, ძმარალდეჰიდი, C2H4O — ორგანული ნაერთი, მძაფრი სუნის უფერო სითხე. დუღილის ტემპერატურა არის 20,8°C, დნობის ტემპერატურა კი — 124°C, სიმკვრივე 783 კგ/მ3, იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში. ახასიათებს ალდეჰიდების ყველა თვისება. მინერალური მჟავების თანაობისას განიცდის პოლიმერიზაციას თხევად პარალდეჰიდად (CH3CHO)3 და კრისტალურ მეტალდეჰიდად (CH3CHO)4. მიიღება ეთილის სპირტის კატალიზური დაჟანგვით, დაახლოებით 95°C — აცეტილენზე წყლის მოქმედებით ვერცხლისწყლის მარილების თანაობისას (კუჩეროვის რეაქცია): . აცეტალდეჰიდზე ალუმინის ალკოჰოლატების მოქმედებით ღებულობენ ეთილაცეტატს (ტიშჩენკოს რეაქცია):
; ამ მეთოდს სამრეწველო მნიშვნელობა აქვს. აცეტალდეჰიდს დიდი რაოდენობით იყენებენ ძმარმჟავას, ძმრის ანჰიდრიდის, ფარმაცევტული პრეპარატებისა და სხვათა წარმოებაში.
აცეტალდეჰიდი | |
![]() | |
![]() | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | აცეტალდეჰიდი |
ტრადიციული სახელწოდება | ძმარალდეჰიდი |
ქიმიური ფორმულა | C2H4O |
მოლური მასა | 44.05 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 783 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 124 °C |
დუღილის ტემპერატურა | 20,8 °C |
უსაფრთხოება | |
LD50 | 1930 |
კლასიფიკაცია | |
CAS | 75-07-0 |
PubChem | 177 |
EINECS | 200-836-8 |
SMILES |
|
RTECS | AB1925000 |