აშშ-ის უზენაესი სასამართლო
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ის უზენაესი სასამართლო — აშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. სასამართლოს შემადგენლობაში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავჯდომარეა. მოსამართლეებს სამუდამო ვადით ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით.
უზენაესი სასამართლო დაარსდა 1789 წელს. თავისი პირველი გადაწყვეტილება 1792 წელს გამოიტანა. 1835 წლამდე უზენაესის სასამართლოს წევრები იყვნენ მამაკაცი-პროტესტანტები. 1835 წელს ენდრიუ ჯექსონმა მოსამართლედ დანიშნა კათოლიკე როჯერ ტოუნი. 1916 წელს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა მოსამართლედ დანიშნა ებრაელი ლუის ბრანდესისი. 1967 წელს ტარგუდ მარშალი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის. 1981 წელს რონალდ რეიგანმა მოსამართლედ დანიშნა პირველი ქალი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში - სანდრა დეი ო’კონორი. 2009 წლის აგვისტოში უზენაესი სასამართლოს წევრად პირველად დანიშნეს ლათინოამერიკული წარმოშობის სონია სოტომაიორი.