From Wikipedia, the free encyclopedia
აშიყ ალასგარი (აზერ. Aşıq Ələsgər, აზერ. Dədə Ələsgər; დ. 1821 – 1926) — აზერბაიჯანელი აშუღი და აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ავტორი.[5] დაიბადა ერევნის სახანოს გოქჩას რაიონის სოფელ აღქილსაში (დღეს სოფ. აზატი).[6]
აშიყ ალასგარი დაიბადა 1821 წელს, გოქჩას რაიონის სოფელ აღქილსაში. მამამისი, ალმამადი დურგლად მუშაობდა. აგრეთვე, ის ასევე ცნობილი იყო, როგორც ლიტერატურათმცოდნე. ალმამადი, აგრეთვე კარგად ფლობდა პოეზიის ისეთ ჟანრებს, როგორიცაა „გერაილი“, „გოშმა“ და „ბაიათი“. არსებობს მოსაზრება, რომ ალმამადმა უდიდესი გავლენა მოახდინა აშიყ ალასგარზე.
აშიყ ალასგარი გაიზარდა დიდ და ღარიბ ოჯახში, რომელსაც ჰყავდა სამი ძმა და ორი და ერთად. ოჯახის უფროსი შვილი იყო. ოჯახში არსებული ფინანსური სირთულეების გამო, ალასგარი 14 წლის ასაკში იძულებული იყო მდიდარი მესაკუთრის, ქარბალაი გურბანის ფერმაში ემუშავა.
აშიყ ალასგარმა ბავშვობა სოფელ აღქილსაში გაატარა. მას განათლება მიღებული არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მან შეძლო აშუღური ხელოვნების საიდუმლოებების შესწავლა მისი სოფლის მოხუცი აშუღებისგან. ალასგარი ჩუმი მსმენელი იყო და ის დიდი გატაცებით მონაწილეობდა თავის სოფელში გამართულ ბევრ ღონისძიებებში. ძლიერი მეხსიერებისა და ამბების თხრობის უნარის გამო, მას შეეძლო დაემახსოვრებინა იმ დროის თითქმის ყველა აშუღური მოთხრობები. მარცხენა ხელით უკრავდა საზზე.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.