აღსთაფის საზავო შეთანხმება — საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. გაფორმდა ქ. აღსთაფაში (აზერბაიჯანი) 1920 წლის 12 ივნისს.
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სავაჭრო ხელშეკრულება (განხილვა). |
შეთანხმებით დასრულდა ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტი აზერბაიჯანში 1920 წლის აპრილში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმის ჯარებსა (ფაქტობრივად საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია) და საქართველოს ჯარებს შორის. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აზერბაიჯანის დამხობილი მუსავატური ხელისუფლების სამხედრო დახმარებაზე. საბჭოთა მთავრობამ კი ვალდებულება იკისრა საზღვრიდან გაეყვანა თავისი სამხედრო ნაწილები, რომელთა შეტევა წარმატებით მოიგერა საქართველოს ჯარმა 1920 წლის მაისში. აღსტაფის ხელშეკრულებამ მეტი სიცხადე შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნაში. საზღვარი რუსეთის იმპერიის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.