აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი (ტეტ. Parlamentu Nasionál, პორტ. Parlamento Nacional) — აღმოსავლეთ ტიმორის საკანონმდებლო ორგანო. რეზიდენცია მდებარეობს ეროვნული პარლამენტის შენობაში, ქალაქ დილის ცენტრში, ტაივან-სტრიტზე[1].

სწრაფი ფაქტები აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტი ტეტ. Parlamentu Nasionál, პორტ. Parlamento Nacional, ტიპი ...
აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტი
ტეტ. Parlamentu Nasionál,
პორტ. Parlamento Nacional
Thumb
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
პარლამენტის თავმჯდომარე არან ნოე და კოშტა ამარალი, ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისთვის,
2018-დან
სტრუქტურა
წევრები 52-65 დეპუტატი
Thumb
პოლიტიკური ჯგუფები
  •      ალიანსი ცვლილებებისა და პროგრესისათვის (34)
  •      FRETILIN (23)
  •      ატდპ (5)
  •      დემოკრატიული განვითარების ფორუმი (3)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 12 მაისი, 2018
სხდომების ადგილი
Thumb
საიტი
parlamento.tl
დახურვა

სტრუქტურა

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი ერთპალატიანია და შედგება მინიმუმ 32 და მაქსიმუმ 65 დეპუტატისაგან, რომლებსაც ირჩევენ 5 წლის ვადით საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრის გზით[2][3]. პარლამენტის ხელმძღვანელია თავმჯდომარე (სპიკერი), რომელსაც ირჩევენ პარლამენტის წევრების რიგებიდან[2], 2018 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარეა არან ნოე და კოშტა ამარალი.

ეროვნულ პარლამენტს იწვევენ წლის განმავლობაში ერთხელ, ანუ უფლებამოსილების განმავლობაშI სულ ხუთჯერ. რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება აქვს ქვეყნის მეთაურს, პარლამენტის მუდმივმოქმედ კომიტეტს ან დეპუტატთა ჯგუფს, თუკი მათი რაოდენობა აღემატება წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს. დეპუტატებს იცავს იმუნიტეტი და თავისუფლდებიან სამოქალაქო და დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.

ეროვნული პარლამენტი შეიძლება დაითხოვოს ქვეყნის პრეზიდენტმა, მაგრამ არა უადრეს მისი არჩევიდან ექვსი თვისა. ასევე არ შეიძლება პარლამენტის დათხოვნა თუ პრეზიდენტის არჩევიდან 6 თვე არ არის გასული, ან ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა (კონსტიტუციის მე-100 მუხლი).

ეროვნულ პარლამენტში ქალთა ქვოტირებული ადგილები არ არის განსაზღვრული, მაგრამ 2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ასეთი სიტუაციაა: პარლამენტის 65 წევრიდან 26 ქალია, ანუ დეპუტატთა საერთო რაოდენობის 40%. აღნიშნული მაჩვენებლით აღმოსავლეთი ტიმორი მსოფლიოს მასშტაბით მეთხუთმეტე ადგილზეა ახალ ზელანდიასთან ერთად[4].

პარლამენტის თავმჯდომარე

ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარე იწვევს პარლამენტის რეგულარულ სხდომებს, შედის სახელმწიფო საბჭოს (პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო) შემადგენლობაში, წარმართავს პრეზიდენტის ინაუგურაციას. პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ეკავოს სხვა რომელიმე თანამდებობა. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროს მისი ფუნქციები კონსტიტუციის საფუძველზე გადადის ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეზე, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მის მოადგილზე, რის გამოც მისი საპარლამენტო მანდატი გრძელდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების პერიოდამდე.

პრეზიდენტი

პრეზიდენტს ირჩევენ ცალკე არჩევნების შედეგად და იგი ასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის მიერ მიღებული გარკვეული კანონების უარყოფა, მაგრამ მისი როლი შეზღუდულია კონსტიტუციის საფუძველზე. ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსიშკუ გუტერიში თანამდებობაზეა 2017 წლის 20 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი

პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს იმ პარტიიდან ან კოალიციიდან, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი საპარლამენტო არჩევნებში. თუკი რომელიმე პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას, ამ შემთხვევაში პარლამენტის მთლიანი შემადგენლობა თავად ირჩევს მთავრობის მეთაურს. პრემიერ-მინისტრი ასრულებს მთავრობის მეთაურის ფუნქციას. 2018 წლის 22 ივნისიდან პრემიერ-მინისტრია ტაურ მატან რუაკი.

არჩევნები

საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის საფუძველზე იმართება ყოველ ხუთ წელიწადში. ხმის მიცემა ნებაყოფლობითია 17 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქისათვის. აღმოსავლეთ ტიმორში დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან პარლამენტის ხუთი არჩევნები ჩატარდა: 2001, 2007, 2012, 2017 და 2018 წლებში.

2018 წელს არჩეულ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა ბლოკმა ალიანსი ცვლილებებისა და პროგრესისათვის, რომელიც წარმოდგენილია 34 დეპუტატით, მეორე ადგილზეა რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია 23 დეპუტატით. მესამე და მეოთხე პარტიები არიან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული განვითარების ფორუმი, რომლებსაც პარლამენტში ჰყავთ შესაბამისად 5 და 3 დეპუტატი[5].

უფლებამოსილება

ეროვნული პარლამენტი დამოუკიდებელია და წარმოადგენს აღმოსავლეთ ტიმორის ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ძალა. უფლებამოსილია მიიღოს კანონები აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ. ეროვნულ პარლამენტს, აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება მიიღოს კანონები აღმოსავლეთ ტიმორის საზღვრებთან დაკავშირებით. ასევე თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ეროვნულ სიმბოლოებზე, მოქალაქეობაზე, საარჩევნო უფლებებზე და რეფერენდუმის დანიშვნაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, საბიუჯეტო სისტემაზე და ა. შ[3].

აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული პარლამენტი ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტს, განიხილავს მთავრობის ანგარიშს, აკონტროლებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, აცხადებს ამნისტიას და ა. შ.[2][3]

კანონპროექტებს იღებენ ხმათა უბრალო უმრავლესობით. მინისტრთა საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე[2].

ეროვნულ პარლამენტს შეუძლია მოხდინოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პრეზიდენტის მიმართ. ეს წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5-ის მიერ და მხარს უნდა უჭერდეს დეპუტატთა 2/3, ამ პროცედურით შესაძლებელია პრეზიდენტის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი გადაწყდეს (კონსტიტუციის 79-ე მუხლი)[3].

ქვეყნის ტერიტორიის დატოვების წინ სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული პარლამენტისაგან უნდა მიიღოს თანხმობა. პრეზიდენტის არაუმეტეს 15 დღიანი პირადი ვიზიტებისათვის პარლამენტის თანხმობა არ არის საჭირო, მაგრამ პარლამენტს მან წინასწარ უნდა აცნობოს აღნიშნული ვიზიტის შესახებ. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ პარლამენტს (კონსტიტუციის 81-ე მუხლი), ხოლო მისი გარდაცვალების ან შრომუსუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი ფუნქციები დროებით გადაეცემა ეროვნული პარლამენტის თავმჯდომარეს[3].

პარლამენტის თავჯდომარეების სია

მეტი ინფორმაცია #, ფოტო ...
#ფოტოსახელიმმართველობის დასაწყისიმმართველობის დასასრულიპარტიაბმული
1Thumbფრანსიშკუ გუტერიში20 მაისი 200231 ივლისი 2007რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის[6]
2Thumbფერნანდუ დი არაუჟო8 აგვისტო 200730 ივლისი 2012აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული პარტია[7]
3Thumbვისენტე გუტერიში30 ივლისი 20122016ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის[8]
4Thumbადერიტუ ჰუგო და კოშტა20162017ეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის[9]
5Thumbანისეტო გუტერიშ ლოპესი5 სექტემბერი 20172018რევოლუციური ფრონტი აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის[10]
6Thumbარაუ ნოე და კოშტა ამარალი5 აპრილი 2018დღემდეეროვნული კონგრესი ტიმორის რეკონსტრუქციისათვის[11]
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.