აღმოსავლეთ ევროპის ვაკე
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე (რუს. Восточно-Европейская равнина, აგრეთვე ცნობილი როგორც რუსეთის ვაკე) — მსოფლიოში სიდიდით მეორე , ამაზონის ვაკის შემდეგ, ვაკე, ძირითადად მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილს. წარმოადგენს ევროპული ვაკის ნაწილს. ჩრდილოეთით გარს აკრავს თეთრი და ბარენცის ზღვები, სამხრეთით — შავი, აზოვისა და კასპიის ზღვები, ჩრდილო-დასავლეთით — სკანდინავიის მთები, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ცენტრალური ევროპის მთათა სისტემები (სუდეტები, კარპატები და სხვ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით — კავკასია და კრიმის მთები, აღმოსავლეთით — ურალის მთები და მისი გაგრძელება მუგოჯარი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 2750 კილომეტრზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ — 2500 კმ-ზე.