აღმოსავლეთით ზეწოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთით ზეწოლა (გერმ. Drang nach Osten წარმოთქმა: დრანგ ნახ ოსტენ — პირდაპირ «ზეწოლა აღმოსავლეთზე») — გამონათქვამი, გაჩნდა XIX საუკუნის შუა ხანებში[1] და გამოიყენებოდა ნაციონალისტურ დისკუსიებში მის მეორე ნახევარში. ტერმინი ფართოდ იხმარებოდა კაიზერის გერმანიაში XIX საუკუნეში და უფრო გვიანაც მესამე რეიხის დროს პროპაგანდაში გერმანიის აღმოსავლეთ ექსპანსიის აღსანიშნავად. ამასთან გერმანიის კოლონიზაციის დროს აღმოსავლეთით სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად, სხვა ერებთან კონკურენციულ ბრძოლაში გერმანელების საცხოვრებელი სივრცის გაფართოების მიზნით, უპირველეს ყოვლისა პოლონელებთან და რუსებთან. XX საუკუნეში ტერმინი გამოიყენებოდა საბჭოთა და ასევე პოლონელი ისტორიკოსების მიერ «გერმანული ექსპანსიის» აღსანიშნავად. ზოგ შემთხვევაში ის გამოიყენებოდა გერმანული აღმოსავლეთ კოლონიზაციის ასაღწერად.