![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/7/74/Abkhazia_map-ka.svg/langka-640px-Abkhazia_map-ka.svg.png&w=640&q=50)
აფხაზეთის კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზეთის (აფხ. Аҧсны, აფსნი) ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისტორიულ და თანამედროვე დასავლეთ საქართველოში, უკავია 8,7 ათ. კვ. კმ. ტერიტორია, მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/7/74/Abkhazia_map-ka.svg/640px-Abkhazia_map-ka.svg.png)
![ადმ. ცენტრი სოხუმი ქვეყანა საქართველო რეგიონი აფხაზეთის ავტ. რესპ. მუნიციპალიტეტი 6 ფართობი 7893 კმ² მოსახლეობის რაოდენობა 102 000](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/ApkhazetiHistorical.svg/640px-ApkhazetiHistorical.svg.png)