From Wikipedia, the free encyclopedia
აფრიკის გერმანული კორპუსი (გერმ. Afrika Korps) — ვერმახტის საექსპედიციო ძალა მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოაფრიკულ კამპანიაში. ის ჩრდილოეთ აფრიკაში გაიგზავნა იტალიური ძალების დასახმარებლად მათ კოლონიებში ბრიტანელთა მწვავე შეტევების მოსაგერიებლად. აფრიკის კორპუსმა 1941 წლის მარტიდან 1943 წლის მაისამდე იბრძოლა, სანამ არ ჩაბარდებოდა მოკავშირეებს. შენაერთის ყველაზე სახელოვანი მეთაური იყო მოკავშირეთა მიერ ,,უდაბნოს მელად“ წოდებული გენერალი ერვინ რომელი.
აფრიკის კორპუსი
(გერმ. Deutsches Afrikakorps) | |
---|---|
აფრიკის კორპუსის ემბლემა | |
აქტიური | 1941–1943 |
ქვეყანა | ნაცისტური გერმანია |
ტიპი | საექსპედიციო ძალა |
რაოდენობა | კორპუსი |
ნაწილი | ვერმახტის სახმელეთო არმია |
გარნიზონი | ტრიპოლი, იტალიური ლიბია |
ბრძოლები | ოპერაცია ზონელბლუმე ტობრუკის ალყა გაზალას ბრძოლა ოპერაცია "Battleaxe" ელ ალამაინის მეორე ბრძოლა ტუნისის კამპანია |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
ლუდვიგ კრიუველი ვილჰელმ რიტერ ფონ თომა ვალტერ ნერინგი |
ცნობილი მეთაურები |
ერვინ რომელი |
1941 წლის მაისისთვის აფრიკის კორპუსი ორი გერმანული დივიზიისგან შედგებოდა და თავდაპირველად ის იტალიურ სარდლობას ემორჩილებოდა. ომის მიმდინარეობისას შენაერთი არაერთხელ გაძლიერდა დამატებითი სამხედრო ნაწილებით. 1943 წლის თებერვალში გერმანული სატანკო არმია აფრიკა შედიოდა იტალიური პირველი არმიის შემადგენლობაში, რომელსაც იტალიელი გენერალი ჯოვანი მესე სარდლობდა. ერვინ რომელი დაინიშნა ახალშექმნილი არმიის ჯგუფ აფრიკის მეთაურად, რომელიც, თავის მხრივ, აკონტროლებდა იტალიურ პირველ არმიასა და გერმანულ მეხუთე სატანკო არმიას. ამრიგად, ის სარდლობდა როგორც გერმანულ ნაწილებს, ასევე იტალიელთა ოთხ ქვეით დივიზიას.
მიუხედავად არაერთი წარმატებული ოპერაციისა, აფრიკის კორპუსი საბოლოოდ 1943 წლის 13 მაისს მაინც დანებდა მოკავშირეთა ძალებს. სამხედრო ტყვეების უმეტესობა აშშ-ში გადაიყვანეს. ისინი მისისიპის შტატის კემპ შელბიში, ტეხასის შტატის კემპ ჰერნში და სხვა სამხედრო ტყვეთა ბანაკებში ომის დასრულებამდე დარჩნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.