![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/af/%25C3%259Eingbl%25C3%25B3t_2009.jpg/640px-%25C3%259Eingbl%25C3%25B3t_2009.jpg&w=640&q=50)
აუსატრუარფიელაგიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
აუსატრუარფიელაგიზი (ისლ. Ásatrúarfélagið, აუსატრუს საზოგადოება) — ისლანდიური ნეოპაგანური რელიგიური ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნორვეგიული კერპთაყვანისმცემლობის განვითარების ხელის შეწყობა. დაარსდა 1972-ის ზაფხულის პირველ დღეს, 1973-დან დარეგისტრირდა ლეგალურ რელიგიურ ორგანიზაციად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/af/%C3%9Eingbl%C3%B3t_2009.jpg/640px-%C3%9Eingbl%C3%B3t_2009.jpg)
ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ფერმერი და პოეტი სვეინბიორნ ბეინტეინსონი (Sveinbjörn Beinteinsson) 1972-დან მის გარდაცვალებამდე (1993). ამ ხნის განმავლობაში, მიმდევართა რიცხვი არ აღემატებოდა 100-ს. შემდეგი მაღალი ქურუმის, იორმუნდურ ინგი ჰანსენის (Jörmundur Ingi Hansen) დროს, მათმა რიცხვმა და აქტივობებმა იმატა, წარმართული დასამარხი მიწის დიზაინის ჩათვლით. ეს ტენდენციები გაგრძელდა უმაღლეს ქურუმ ჰილმარ ორნ ჰილმარსონის დროსაც (Hilmar Örn Hilmarsson; 2003 -). 2009-დან ორგანიზაციაში დარეგისტრირდა 1395 წევრი, მათგან 29% - ქალი.
აუსატრუარფიელაგიზს არ აქვს განსაზღვრული რელიგიური დოგმა ან თეოლოგია, მაგრამ მაღალი ქურუმები იხრებიან მრავალღმერთიან მსოფლმხედველობისკენ. მთავარი რიტუალი არის ბლოუტის (blót) ჯგუფური ზეიმი. მღვდლები (goðar) აგრეთვე ატარებენ სახელის დარქმევის რიტუალებს, ქორწილებსა და დამარხვებს. ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნებიც აქვს; ეწინააღმდეგებიან აბორტის უფლებასა და ნარკოტიკების თავისუფლებას, ემხრობიან ჰომოსექსუალთა ქორწინებას, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას და ძლიერ იცავენ გარემოს.