აუგუსტო სესარ სანდინო
From Wikipedia, the free encyclopedia
აუგუსტო ნიკოლას კალდერონ სანდინო (18 მაისი, 1895 ნიქინომო – 21 თებერვალი, 1934, მანაგუა) იყო ნიკარაგუელი რევოლუციონერი და 1927 და 1933 წლების შეერთებული შტატების წინააღმდეგ აჯანყების მეთაური. იგი აშშ-ის მთავრობას აუჯანყდა, როგორც ბანდიტი და მისმა საგმირო საქმეებმა მოიცვა თითქმის მთელი ლათინური ამერიკა, რომელმაც იგი აღიქვა ამერიკის ჰეგემონიის წინააღმდეგობის სიმბოლო. იგი ებრძოდა ამერიკის საზღვაო სამხედროებს გუერილას გამოუცხადებელ ომში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუერილას ორგანიზაცია სერიოზულ დარტყმებს იღებდა აშშ-ის ჯარებისგან, სანდინომ მაინც შეძლო თავი აერიდებინა დატყვევებისგან. შერთებულმა შტატებმა ჯარები გაიწვია ნიკარაგუიდან ხუან ბატისტა საკასას ინაუგურაციაზე მეთვალყურეობის შემდეგ. სანდინო მოკლა გენერალმა ანასტასიო სომოსა გარსიამ, რომელმაც ორი წლის შემდეგ ხელში აიღო სრული ძლაუფლება და დაამყარა თავისი ოჯახის ორმოცწლიანი ბატონობა ნიკარაგუაში. სანდინოს მემკვიდრეებად აცხადებდნენ თავს 1961 წელს შექმნილის სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტი, რომელმაც 1979 წელს დაამხო სომოსას ოჯახის ძალაუფლება.