![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ასხის მასივი
From Wikipedia, the free encyclopedia
ასხის მასივი[1] — კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალია გადრეკილა (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუ-ტობის მიწისქვეშა დინება, ჯორწყუს მღვიმე, ქვიბიას პოლიე). ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რომელზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — წიფლის ტყეები.
სწრაფი ფაქტები ასხის მასივი ...
ასხის მასივი | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′46″ ჩ. გ. 42°33′42″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | გადრეკილა |
სიმაღლე | 2519 მ |
დახურვა