From Wikipedia, the free encyclopedia
ასუსენა ვილიაფლორი (ესპ. Azucena Villaflor; დ. 7 აპრილი, 1924 ― გ. 10 დეკემბერი, 1977) ― არგენტინელი აქტივისტი და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „პლასა-დე-მაიოს დედების“ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც არგენტინის ბინძური ომის დროს იძულებით გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებს.
ასუსენა ვილიაფლორი | |
---|---|
ვილიაფლორი 1970-იან წლებში | |
დაბადების თარიღი |
7 აპრილი, 1924 ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა |
გაუჩინარდა |
10 დეკემბერი, 1977 ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა სხეული იპოვეს, 20 დეკემბერი, 1977 |
საქმიანობა | აქტივისტი |
მეუღლე(ები) | პედრო დე ვინსენტი |
შვილ(ებ)ი | 4 |
ვილიაფლორი დაბალი კლასის ოჯახში, ფლორენტინო ვილიაფლორის, 21 წლის ბამბის ქარხნის მუშისა და 15 წლის ემა ნიცის ოჯახში დაიბადა. ვილიაფლორის ოჯახი მამის ხაზით, სამხედრო პერონიზმში იყო ჩართული.[1][2]
16 წლის ასაკში ვილიაფლორმა მდივნად დაიწყო მუშაობა, სადაც პედრო დე ვინსენტის, მუშათა კავშირის დელეგატს შეხვდა. 1949 წელს ის და დე ვინსენტი დაქორწინდნენ და 4 შვილი შეეძინათ.[3] ისინი ბუენოს-აირესის პროვინციაში, ვილია-დომინიკოში ცხოვრობდნენ.[4]
ვილიაფლორის ბიოგრაფია ენრიკე აროსაგარაის ავტორობით, 1997 წელს გამოიცა.[4] 1996 წელს ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.