ასმაში
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ასმაში[1] — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ენგურის შენაკადის — ტვიბერის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან (მდინარე ენგურის აუზი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასმაში (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ასმაში ...
ასმაში | |
---|---|
კოორდინატები: 43°06′49″ ჩ. გ. 42°49′23″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4057 მ |
ქედი | გვალდის ქედი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
დახურვა