არწივის ნისლეული
აღალგაზრდა ღია ვარსკვლავთგროვა გველის თანავარსკვლავედის მიმართულებით / From Wikipedia, the free encyclopedia
არწივის ნისლეული (კატალოგში როგორც მესიე 16, M16 ან NGC 6611, აგრეთვე ცნობილი როგორც ვარსკვლავთდედოფლის ნისლეული) — ახალგაზრდა ღია ვარსკვლავთგროვა გველის თანავარსკვლავედის მიმართულებით; 1745–46 წლებში აღმოაჩინა შვეიცარიელმა ასტრონომმა ჟან-ფილიპ დე შეზომ. როგორც „არწივი“, ისე „ვარსკვლავთდედოფალი“ აღნიშნავს ნისლეულის ცენტრში არსებული ბნელი სილუეტის შთამბეჭდაობას.[1][2] ეს არეალი განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იქ ე. წ. „შემოქმედების სვეტები“ გადაიღო. ნისლეული შეიცავს რამდენიმე აქტიურ ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზისა და მტვრის რეგიონს, რომელთა შორის ასევე შედის შემოქმედების სვეტები.