![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3f/Artemisia_at_the_Battle_of_Salamis.jpg/640px-Artemisia_at_the_Battle_of_Salamis.jpg&w=640&q=50)
არტემისია I
From Wikipedia, the free encyclopedia
არტემისია I კარიელი (ძვ. ბერძნ. Ἀρτεμισία) (ძვ. წ. დაახლ. 480 ) — ჰალიკარნასის მმართველი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მართავდა კარიას.[1] სპარსელების მოკავშირე. არტემისია თან ახლდა ქსერქსეს I-ს საბერძნეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მეთაურობდა საკუთარი ხუთი გემისგან შემდგარ რაზმს, ასევე ნისიროსის, კოსის და კალინდას გემებს. ჰეროდოტეს გადმოცემით, ეს ხომალდები, სიდონის გემების შემდეგ, საუკეთესოები იყვნენ სპარსეთის ფლოტში. არტემისია ისტორიაში ცნობილი გახდა სალამინის ბრძოლით. იგი გამოირჩეოდა სიმამაცით, გამბედაობითა და მონდომებით. მოკავშირეებს შორის არტემისია განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ქსერქსეს მხრიდან. [2][3]
სწრაფი ფაქტები მშობლიური სახელი, დაბადების თარიღი ...
არტემისია I | |
---|---|
![]() ჰალიკარნასის მმართველი არტემისია. სალამინის ბრძოლა.ვილჰელმ ვონ კაულბახის რეპროდუქცია. | |
მშობლიური სახელი | Ἀρτεμισία |
დაბადების თარიღი |
ძვ. წ. V საუკუნე ჰალიკარნასი |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. V საუკუნე |
ცნობილია როგორც | ჰალიკარნასის მმართველი. |
შვილ(ებ)ი | პისინდელიდი |
მშობლები | მამა: ლიგდამიდ I |
დახურვა