![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fc/Arsinoe_II_Dekadrachme.jpg/640px-Arsinoe_II_Dekadrachme.jpg&w=640&q=50)
არსინოე I
From Wikipedia, the free encyclopedia
არსინოე I (ბერძ. Αρσινόη Α’) (დ. ძვ. წ. 305 [1] - გ. დაახ. ძვ. წ. 248 [2]) — პტოლემე II ფილადელფოსის მეორე ცოლი. თრაკიისა და მაკედონიის მეფის, დიადოქოს ლისიმაქეს შვილი. სავარაუდოდ პირველი ცოლის ნიკეას, ან მეორე ცოლის ამესტრიდასაგან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fc/Arsinoe_II_Dekadrachme.jpg/640px-Arsinoe_II_Dekadrachme.jpg)
დაიბადა დაახლ. ძვ. წ. 305-295 წლებს შორის. პტოლემე II-ს ცოლად გაჰყვა დაახლოებით ძვ. წ. 284-281 წლებში. პტოლემე III-ის, ლისიმაქესა (მოკლეს პტოლემე IV-ის ბრძანებით) და ბერენიკეს (ანტიოქე II თეოსის მეორე მეუღლე) დედა.
დაადანაშაულეს ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებაში და გადაასახლეს კოპტში, სამხრეთ ეგვიპტეში. გარდაცვალების თარიღი უცნობია.