![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/50/Syr_Darya_Oblast._Ferry_on_the_Arys_River_WDL10990.png/640px-Syr_Darya_Oblast._Ferry_on_the_Arys_River_WDL10990.png&w=640&q=50)
არისი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
არისი (ყაზახ. Арыс) — მდინარე ყაზახეთში, სირდარიის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 378 კმ, აუზის ფართობი 14,9 ათ. კმ². სათავე აქვს თალასის ალთაუსა და ყარათაუზე. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ არისთან 46,6 მ³/წმ. ჩამონადენის მაქსიმუმი აპრილზე მოდის, მინიმუმი აგვისტოზე. იყენებენ სარწყავად. არისის მთავარი შენაკადებია მაშათი, აქსუ, საირამსუ, ბორალდაი და სხვ.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არისი. |
სწრაფი ფაქტები არისი ყაზახ. Арыс, ქვეყანა ...
არისი ყაზახ. Арыс | |
---|---|
![]() ბორანი მდინარე არისზე | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | არისი |
სათავე | 42°31′01″ ჩ. გ. 70°37′39″ ა. გ. |
შესართავი |
სირდარია 42°47′ ჩ. გ. 68°14′ ა. გ. |
სიგრძე | 378 კმ |
აუზის ფართობი | 14 900 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 46,6 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა