From Wikipedia, the free encyclopedia
არითმომეტრი (ბერძ. «αριθμός» — „რიცხვი“ + «μέτρον» — „მეტრი“) — მაგიდის საანგარიშო, ამომხსნელი მანქანა, რომელიც განკუთვნილია არითმეტიკული ოპერაციების შესასრულებლად.
1641 წელს პირველი გამომთვლელი მანქანა გამოიგონა ბ. პასკალმა. პირველი პრაქტიკული მანქანა, რომელიც ასრულებდა 4 არითმეტიკულ მოქმედებას, გერმანელმა მესაათემ ჰანმა 1790 წელს გააკეთა. გამომთვლელი მანქანების წარმოებას 1890 წელს რუსეთში საფუძველი ჩაუყარა პეტერბურგელმა მექანიკოსმა ვ. ოდნერმა. მისი მანქანები არითმომეტრის შემდგომი მოდელების პროტოტიპად იქცა.
არითმომეტრს აქვს რიცხვების დასაყენებელი და მათი მრიცხველზე გადასატანი მექანიზმი, ბრუნთა მრიცხველი, შედეგის მრიცხველი, ნულზე დასაყენებელი ანუ წამშლელი მოწყობილობა, აგრეთვე ხელის ან ელექტრული ამძრავი.
არითმომეტრის საბჭოთა მარკებია: „ფელიქსი“, ნახევრად ავტომატური „ვკ-2“ და ავტომატური „ვკ-3“. გამომთვლითი ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით არითმომეტრი შეცვალა უფრო თანამედროვე კლავიშებიანმა გამომთვლელმა მანქანებმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.