არეგუა
From Wikipedia, the free encyclopedia
არეგუა (ესპ. Areguá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალური დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 28 კმ-ის დაშორებით. მისი საუკეთესო მახასიათებელია გეოგრაფიული მდებარეობა — გაშენებულია სხვადასხვანაირი კლდის ფორმაციის მქონე ბორცვებსა და იპაკარაის ტბას შორის. გარემომცველი არეალის ტოპოგრაფია ქალაქს უნიკალურ ბუნებრივ შარმს სძენს. ფართოდაა შემორჩენილი კოლონიური არქიტექტურა, თავდაპირველი რიყის ქვით ნაგები ქუჩები, რაც ქალაქს მიმზიდველ ღირსშესანიშნაობად აქცევს. ხშირად არეგუას „მარწყვის ქალაქსაც“ უწოდებენ, რადგან ამ ხილს ის დიდი რაოდენობით აწარმოებს. აქ ასევე ცხოვრობს მრავალი ხელმარჯვე ხელოსანი, რომლებიც თავიანთ პროდუქციას მთელი წლის მანძილზე გამოფენენ ქუჩებში. ქალაქში მდებარეობს ხელნაკეთი ნივთების მუზეუმი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
არეგუა Areguá | |||
| |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დეპარტამენტი | ცენტრალურიცენტრალური დეპარტამენტი (პარაგვაი)|ცენტრალური | ||
კოორდინატები | 25°17′43″ ს. გ. 57°24′53″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1538 | ||
ფართობი | 122 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 70 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||
მოსახლეობა | 67 487 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 550 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 291 | ||
საფოსტო ინდექსი | 2680 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.municipios.gov.py/aregua/ | ||
დახურვა