![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Argentinean_asado.jpg/640px-Argentinean_asado.jpg&w=640&q=50)
არგენტინული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინული სამზარეულო იტალიური და ესპანური გავლენის ნაზავია. ეს განაპირობა ამ ქვეყნებიდან მასობრივმა ემიგრაციამ ჯერ კოლონიალურ პერიოდში, შემდეგ კი XIX-XX საუკუნეებში. ამას ემატება კრიოლოებისა (ესპანელი კოლონიზატორები და მათი შთამომავლები) და აბორიგენი მოსახლეობის კულტურული ნაზავი. ქვეყანაში ჭარბადაა ფართო სპექტრის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. მე-19 საუკუნეში, ძროხის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 180 კგ-ს შეადგენდა. ასადოს (არგენტინული ბარბექიუ) გარდა სხვა არცერთი კერძი ასე არ ემთხვევა ეროვნულ იდენტობას. მიუხედავად ამისა, არგენტინის დიდმა ფართობმა და კულტურულმა მრავალფეროვნებამ, ქვეყანა სხვადასხვა ლოკალური კერძების მქონე სამზარეულომდე მიიყვანა.[1][2] ემიგრაციის განუწყვეტელმა ტალღებმა, ქვეყნის სამზარეულოს თავისი კვალი დაამჩნია, ბოლოს და ბოლოს არგენტინამ 6.6 მილიონი ემიგრანტი მიიღო, ჩამორჩა რა მხოლოდ აშშ-ს (27 მილიონი) და გაუსწრო ისეთ ემიგრანტთა ფართოდ მიმღებ ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ კანადა, ბრაზილია და ავსტრალია.[3][4]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|არგენტინული სამზარეულო}} |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/12/Argentinean_asado.jpg/640px-Argentinean_asado.jpg)
არგენტინელებს გურმანების რეპუტაცია გააჩნიათ. სოციალური თავყრილობები ხშირად სუფრის და ერთად მირთმევის გარშემოა აწყობილი. სახლში სადილზე დაპატიჟება როგორც წესი მეგობრობის, სითბოსა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა. კვირა დღის საოჯახო ლანჩი, მთელი კვირის ყველაზე მნიშვნელოვან კერძად მიიჩნევა, რისი მთავარი წევრებიც ხშირად ასადო ან პასტა არიან.
არგენტინული რესტორნები სამზარეულოებისა და ფასების ფართო სპექტრს მოიცავს. დიდ ქალაქებში შეხვდებით ყველაფერს, დაწყებული უმაღლესი დონის საერთაშორისო სამზარეულოთი და დამთავრებული ბოდეგონით, რომელიც იაფფასიანი ტრადიციული ტავერნაა.