არა (ლათ. Ara) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. მოიცავს თხუთმეტ სახეობას. მათი სხეულის სიგრძეა 95 სმ-მდე. შეფერილი არიან ძალიან კაშკაშა ფერებში: მწვანე, წითელი, ცისფერი, ყვითელი; დედალი, მამალი და მოზარდი ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდება. თვალის მიდამოები და ლოყები შეუბუმბულავია. ფრთის ბოლოები გაჭიმული და წამახვილებულია. სოლისებრი ფორმის კუდი სხეულზე გრძელია. ნისკარტი მოკაუჭებულია; ამ გვარის სახეობებს ყველაზე ძლიერი ნისკარტი აქვთ დედამიწაზე. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. მისდევენ გუნდურ ცხოვრებას, წყვილები ერთმანეთთან ხანგრძლივად რჩებიან. ზოგჯერ ზიანს აყენებენ ხილის პლანტაციებს. კარგი პირობების არსებობის შემთხვევაში ადვილად შინაურდებიან და ტყვეობაშიც კარგად გრძნობენ თავს. საკმაოდ ხშირად ვხვდებით მოშინაურებულ სახეობებს. ცოცხლობენ 30–75 წლამდე, საშალოდ — 60 წელს. იკვებებიან მარცვლეულით, ბოსტნეულით, ხილით და სხვ.
|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არა. |
სწრაფი ფაქტები არა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა