არარატი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
არარატი (სომხ. Արարատ) — ქალაქი სომხეთში, არარატის პროვინციაში, ერევნიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 42 კმ–ში. სამრეწველო ცენტრი. ქალაქში არის რკინიგზის სადგური.
ტერმინს „არარატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არარატი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
არარატი Արարատ | |
ქვეყანა | სომხეთი |
რეგიონი | არარატიარარატი |
კოორდინატები | 39°48′34″ ჩ. გ. 44°42′52″ ა. გ. |
ქალაქის მერი | აკოპ ტოვმასიანი |
დაარსდა | 1929 |
ფართობი | 3,6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 825±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 26 175 კაცი (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
სატელეფონო კოდი | +374 (238) |
საფოსტო ინდექსი | 0602 |
საავტომობილო კოდი | 27 |
ოფიციალური საიტი | http://www.araratcity.am/ |
დახურვა
1929 წელს ცემენტის ქარხანასთან გაშენდა დაბა. 1935 წელს ის გაერთიანდა სოფელ დუვალუსთან. 1957 წელს ქალაქში გაიხსნა ცემენტ-შიფერის კომბინატი. დღეისათვის ქალაქში მუშაობს ერთი შიფერის და ორი ცემენტის ქარხანა. სამშენებლო მასალების საწარმოების გარდა ქალაქში არის ოქროს ფაბრიკა.
ქალაქის ეკოლოგია ცუდ მდგომარეობაშია, ცემენტის მტვრის და ციანიდების გამო. ატმოსფეროს დაბინძურება 9,6-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ნორმას (2005 წლის ზაფხული).