არამ mp3
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
არამ სარგსიანი (სომხურად: Արամ Սարգսյան; დ. 5 აპრილი 1984), უკეთ ცნობილი თავისი სასცენო სახელით არამ Mp3 (Արամ Mp3;) — სომეხი მომღერალი, კომპოზიტორი, კომიკოსი და შოუმენი. მან სომხეთი წარმოადგინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2014 წელს კოპენჰაგენში სიმღერით "Not Alone".[1]
არამ Mp3 | |
---|---|
Արամ Mp3 / Արամ Սարգսյան | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | არამ სარგსიანი |
დაბ. თარიღი | 5 აპრილი 1984 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მომღერალ- კომპოზიტორი; კომიკოსი; შოუმენი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი; პიანინო; გიტარა |
აქტიური | 20016-დან დღემდე |
ხელმოწერა | |
არამ mp3 ვიკისაწყობში |
არამ სარგსიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაიბადა. იგი სწავლობდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც მან დაამთავრა 2006 წელს. სწავლის დროს, იგი მონაწილეობდა კავეენ კომედი შოუში, ჯერ სომხეთის უნივერსიტეტებში, შემდეგ კი სომხეთის ნაკრებში სახელწოდებით ,,არარატში'' რომელიც წარსდგა მოსკოვში.
2006 წელს არამი შეუერთდა რამდენიმე სხვა კომიკოსს - ძირითადად უცნობი საზოგადოებისთვის - 32 კბილების (32 კბილი) კომედი შოუს შესაქმნელად. იგი ხშირად ასრულებდა პოპულარული სიმღერების იუმორისტულ ქავერებს, სახელწოდებით "არამ Mp3", რაც ემპე3-ის ფორმატის მუსიკების შექმნიდანაა განპირობებული. 2007 წელს იგი გახდა სომხეთის პირველი არხის 2 ვარსკვლავის (2 ვარსკვლავი) სატელევიზიო შოუს გამარჯვებული.
ამ პერიოდში არამმა დაიწყო ცოცხალი გამოსვლა ჯაზისა და ბლუზის კლუბებში, ჩაწერა სიმღერები და მუსიკალური კლიპები. მიიღო მონაწილეობა ცნობილ სატელევიზიო შოუებში, როგორებიცაა იქს ფაქტორი, სომხეთის ვარსკვლავი, ჩემი სახელია... და სხვა. ამ პროექტებმა არამს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა. 2010 წელს არამმა და მისმა მეგობრებმა შექმნეს ვიტამინის კლუბი, კომედიური სატელევიზიო შოუ, რომელსაც ყოველ კვირას გადასცემს შანტ TV. სარგისიანი ასევე არის გადაცემების წამყავნი სომხეთის ტელევიზიებში.[2]
2013 წელს არამმა მუშაობა დაიწყო თავის მუსიკალურ კარიერაზე. მან გამოუშვა პირველი სოლო მუსიკალური კლიპები მისი სინგლებისთვის "Shine" და "If I Tried". ორივე სიმღერა არამმა და თავისმა მეგობარმა, გარიკ პაპოიანმა დაწერეს.[3]
2013 წლის 31 დეკემბერს, არამ Mp3 შეირჩა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ, რათა წარმოედგინა სომხეთი ევროვიზიის კონკურსზე 2014 წელს დანიაში. 2014 წლის 14 მარტს გამოცხადდა, რომ არამი კოპენჰაგენში შეასრულებს თავის სიმღერას "Not Alone".[4] პირველ ნახევარფინალში შოუს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი გახსნიდა ნახევარფინალს და სცენაზე პირველი გამოვიდოდა.არამმა ნახევარფინალის შემდეგ ფინალში იასპარეზა 2014 წლის 10 მაისს. ფინალში შოუს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ სომხეთი სცენაზე მეშვიდე გამოვიდოდა.არამმა კონკურსი მე -4 ადგილზე დაასრულა 174 ქულით.[5] 280
ევროვიზიის შემდეგ ის სტუმრად იყო სომხეთის ბევრ სატელევიზიო შოუში, როგორიცაა ხმა და იქს ფაქტორი. არამის ახალი სინგლი "Help" გამოვიდა 2015 წლის 7 თებერვალს.
2016 წელს მან ,,მეფე ლომის'' სომხურ თარგმანში ახალგაზრდა სიმბას როლი მოირგო და ის გაახმოვანა.
2017 წლის თებერვალში ივეტა მუკუჩიანმა და არამ Mp3-მა გამოუშვეს ერთობლივი სინგლი სახელწოდებით "დაშტეროვი". 21 მაისს, ივეტა მუკუჩიანმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გამოაცხადა, რომ არამ MP3- სთან ერთად ახალ ტრადიციულ პროექტზე სახელწოდებით "დაშტეროვი" იმუშავებდა.[6] ამ პროექტის პირველი სიმღერა ("ელ ეღნიმ") გამოვიდა 15 ივნისს, ხოლო მეორე ("Let the wind blow") გამოვიდა 22 ივნისს. იმავე თვეში, სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო ახალ პროექტში, რომელიც ეხმარება ყველა სომეხ ბავშვს, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებული. მასში მრავალი სომეხი გამოჩენილი მომღერალიც მონაწილეობდა, როგორიცაა მიჰრან ცარუკიანი, ერიკ კარაპეტიანი, ივეტა მუკუჩიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.