აპორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
აპორტი (რუს. Апорт) — ძველი რუსული ადრეული ზამთრის ვაშლის ჯიში. მსხვილი (200-400 გ, ზოგი 1 კგ-მდე), სასიამოვნო გემოს მომჟავო ნაყოფი აქვს, იყენებენ ნედლად და საკონსერვო წარმოებაში, ჯიში ზამთარგამძლეა, უხვმოსავლიანი (ერთი ძირიდან 200-400 კგ). აპორტი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, რუსეთში (ვორონეჟის ოლქი, ჩრდილოეთი კავკასია), ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0a/AportR.jpg/150px-AportR.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/%D0%90%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82.png/640px-%D0%90%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82.png)
საქართველოში აპორტი საშემოდგო ჯიშია. ახასიათებს შედარებით დაბალი საგემოვნო თვისებები, მერყევი მოსავლიანობა, უხვი ნაქარი (ძირნაყარი), გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, ნაკლებად - იმერეთსა და მესხეთში. ცნობილია წითელი აპორტი, ყუბანური აპორტი, ალექსანდრეს აპორტი (ალმა-ათური) და სხვა.