From Wikipedia, the free encyclopedia
ანჰოლტი (დან. Anholt) — დანიის კუნძული კატეგატის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და შვედეთს შორის. 2010 წლის მონაცემებით მისი მუდმივი მოსახლეობა 171 ადამიანს შეადგენს. სიგრძე დაახლოებით 11 კმ-ია, სიგანე 6 კმ, მთლიანი ფართობი კი 21,75 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონს.
მშობ. სახელი: Anholt | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კატეგატის სრუტე |
კოორდინატები | 56°42′ ჩ. გ. 11°34′ ა. გ. |
ფართობი | 22 კმ² |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 171 (2010) |
სიმჭიდროვე | 7,8 /კმ² |
კუნძულზე არსებული სახლები ძალიან ძველია, უმრავლესი მათგანი ხისგანაა აგებული. არსებული ეკლესია 1819 წელსაა აშენებული, იმ ეკლესიის ადგილას, რომელიც კუნძულის ბრიტანული ოკუპაციის დროს დაანგრიეს. თუმცა, ძველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთები კვლავაც შეიმჩნევა.
ფუნქციონირებს 9 კლასიანი სკოლა, რომელიც 1917 წელს გაიხსნა.
ყოველწლიურად, ანჰოლტს 60 000-მდე ტურისტი სტუმრობს. ზაფხულში იხსნება რესტორნები და მაღაზიები, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ბუნებაა — სუფთა წყალი, სიმშვიდე, სიკოხტავე და სუფთა ჰაერი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.