![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/Kniazia_Anchabadze.jpg/640px-Kniazia_Anchabadze.jpg&w=640&q=50)
ანჩაბაძეები
აფხაზური წარმოშობის ქართული თავადური საგვარეულო. / From Wikipedia, the free encyclopedia
ანჩაბაძეები[2] (აფხ. Ачаа/Ачба — „აჩაა/აჩბა“,[3] მეგრ. ანჩაბაია)[4] — აფხაზური წარმოშობის ქართული თავადური საგვარეულო აფხაზეთსა და სამეგრელოში.[4] წყაროებში მოიხსენეიბან მხოლოდ XV საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილი აფხაზეთის სამთავროს წარჩინებულთა საგვარეულოებს შორის ასახელებს შარვაშიძეებსა და ანჩაბაძეებს.[4]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩაბაძე. |
ანჩაბაძეები | |
---|---|
![]() | |
პერიოდი | XV საუკუნიდან |
ტიტული | თავადი |
განშტოებები | აფხაზი-ანჩაბაძეები[1] |
ქვეშევრდომობა | აფხაზეთის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო |
ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ გადმოცემით აჩბების (ანჩაბაძეთა) საგვარეულო აფხაზეთში ფსხუს მიდამოებიდან შემოვიდა.[5][6][7][8]ანჩაბაძეებს რუსეთის იმპერიამ კვლავ დაუმტკიცა თავადობა 1903 წელს.[9] 1904 წლის აღწერის მონაცემებით. ანჩაბაძეები მკვიდრობდნენ (და ფლობდნენ) დარჩელს, ჭითაწყარს (საბჭოთა პერიოდის კიროვი), მანუჩარის კახათს.[4] ამ საგვარეულოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგრიც არიან: მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, ვალერიან, ზურაბ, გიორგი (მისი შვილი) ანჩაბაძეები და მიჰრი რასიმი.