ანტიპოდი
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიპოდი (ძვ. ბერძნ. ἀντίπους, მრ. რ. ἀντίποδες — ურთიერთსაწინააღმდეგო, ერთმანეთისკენ ფეხებით მდგარნი < ἀντι — საწინააღმდეგო და πούς — ფეხი) — მოცემული ობიექტის საპირისპირო ობიექტი.
- ანტიპოდები გეოგრაფიასა და გეომეტრიაში — მოცემული წერტილის დიამეტრალურად საპირისპირო წერტილი ციური სხეულის ზედაპირზე. მაგ: ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის ანტიპოდი მდებარეობს ესპანეთში. სფეროს ცენტრზე გამავალი წრფისა და ამ სფეროს გადაკვეთის წერტილებს ანტიპოდური წერტილები ეწოდება.
- ანტიპოდები პითაგორიზმში — დედამიწის დიამეტრულად (180°-ით) საწინააღმდეგო პუნქტების მცხოვრებნი. გადატანითი მნიშვნელობით — ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის, თვისებების, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები.
- ანტიპოდი ალგებრაში — ჰოპფის ალგებრის კომპონენტი, ხაზოვანი ანტიჰომომორფიზმი შესაბამის ბიალგებრაზე, რომელსაც აქვს მთელი რიგი განსაზღვრული თვისებები.
- ანტიპოდები ბოტანიკაში — ჰაპლოიდური უჯრედების სამეული ფარულთესლოვანი მცენარეების ემბრიონულ პარკში, რომელიც მდებარეობს კვერცხუჯრედის აპარატის მოპირდაპირე ბოლოში.
- ოპტიკური ანტიპოდები ქიმიაში — ენანტიომერები, სტერეოიზომერების წყვილი, რომელთა მოლეკულები ერთმანეთის სარკისებური გამოსახულებაა.
- ანტიპოდი ფიზიკაში — ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ანტიპოდის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ კვაზარი, ეგრეთ წოდებული თეთრი ხვრელი, როგორც შავი ხვრელის ანტიპოდი, რადგან, შავი ხვრელისგან განსხვავებით, მატერიას გამოჰყოფს.
- ანტიპოდები მითოლოგიაში — შებრუნებული ტერფების მქონე ადამიანების ტომი რომაულ მითოლოგიაში.
ამ გვერდზე მოყვანილია სტატიები მსგავსი სათაურებით. თუ მასზე ვიკიპედიის სხვა გვერდის ბმულით მოხვდით, გთხოვთ დაუბრუნდეთ წინა გვერდს და შეასწოროთ ბმული ისე, რომ მან ზუსტი სახელწოდების გვერდზე მიუთითოს. |