![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/WorldMapWithAntipodes.png/640px-WorldMapWithAntipodes.png&w=640&q=50)
ანტიპოდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიპოდები (ბერძნ. antipodes – სიტყვასიტყვით – ერთმანეთისაკენ ფეხებით მიქცეულნი; <ანტი... და pous, podos – ფეხი) — დედამიწის დიამეტრულად (180°-ით) საწინააღმდეგო პუნქტების მცხოვრებნი. მრავალსაუკუნოვანი დავა ანტიპოდების არსებობის შესახებ დაკავშირებულია დედამიწის სფერული ფორმისა და დედამიწის მიზიდულობის შემეცნების ისტორიასთან.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანტიპოდი. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/WorldMapWithAntipodes.png/640px-WorldMapWithAntipodes.png)
ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ მოსაზრებას ანტიპოდების არსებობის შესახებ არ იზიარებდნენ ლუკრეციუსი, პლინიუს უფროსი, პლუტარქე. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში კიდევ უფრო გამწვავდა ეს საკითხი: „ეკლესიის მამები“ (ლაქტანციუსი, ავგუსტინე) კატეგორიულად უარყოფდნენ ანტიპოდების რეალობას.
შუა საუკუნეებში ეს უარყოფა საეკლესიო დოგმის სტატუსად იქცა. ანტიპოდების მომხრეებს მწვალებლებად აცხადებდნენ. დავას ბოლო მოუღო XV-XVI სს. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა (ქრისტეფორე კოლუმბის, ფერნანდო მაგელანისა და სხვ.).
ანტიპოდური წერტილების კოორდინატები შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:
,
სადაც — განედი,
— გრძედი; ნიშანი
აღნიშნავს გადასვლას განედისა და გრძედის საპირისპირო ნახევარსფეროზე.