ანტიკური ეკონომიკური აზროვნება
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიკური ეკონომიკური აზროვნება (ბერძ. Αρχαία οικονομική σκέψη) — ტერმინი, რომელიც ეხება ადრეულ და შუა საუკუნეებში არსებულ იდეებს ეკონომიკის დარგში. ანტიკურ პეროიდში და ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეკონომიკა არ იყო ცალკე დისციპლინა არამედ, ფილოსოფიის ნაწილს წარმოადგენდა. ადრეული თეორიტიკოსების შეხედულებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რელიგიურმა დებულებებმა და მორალურმა და ეთიკურმა ნორმებმა.
ანტიკური ეკონომისტების საზრუნავი მოიცავდა: მარკეტინგს, საგადასახადო პოლიტიკასა და სხვა ფულად საკითხებს. იგი ასევე მოიცავდა ფულადი ინსტრუმენტების გამჭვირვალობასა და თავისუფლებას. აღნიშნულ საკითხებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.