ანტიგუა და ბარბუდა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda) — კუნძულოვანი სუვერენული სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, მდებარეობს კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის, ქარპირა კუნძულების ცენტრში. ქვეყანა კუნძულებზე განლაგებული არქიპელაგია, მათ შორის უდიდესი კუნძულებია: ანტიგუა და ბარბუდა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 95,900 ადამიანს შეადგენს და მათი 97% კუნძულ ანტიგუაზე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პორტია სენტ-ჯონზი, რომელიც ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო კუნძულ ბარბუდას უდიდესი ქალაქია კონდრინგტონი. ანტიგუა და ბარბუდა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მეთაურია მეფე ჩარლზ III.[1]
ანტიგუა და ბარბუდა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Each Endeavouring, All Achieving (თუ ყოველი ეცდება, ყველა მიაღწევს მიზანს)“ |
||||||
ჰიმნი: „Fair Antigua, We Salute Thee“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სენტ-ჯონსი 17°07′ ჩ. გ. 61°51′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მმართველი | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | სერ როდნი უილიამსი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | გესტონ ბრაუნი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 440 კმ2 (195-ე) | ||||
- | წყალი (%) | უმნიშვნელო | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 86 754 (191-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 197 კაცი/კმ2 (57-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2009 შეფასებით | |||||
- | სულ | $1.522 მილიარდი (170-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $17,892 (59-ე) | ||||
აგი (2007) | 0.815 (მაღალი) (57-ე) | |||||
ვალუტა | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი (XCD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | ATG | |||||
Internet TLD | .ag | |||||
სატელეფონო კოდი | 1 268 |
კუნძული ანტიგუა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.[2] 1632 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუის, ხოლო 1678 წელს ბარბუდის კოლონიზაცია მოახდინა.[2] 1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას შეუერთდა, რომლის დაშლის შემდეგაც, 1967 წელს ვესტ-ინდოეთის ასოცირებული ქვეყნების წევრი გახდა.[3] 1981 წლის 1 ნოემბერს ანტიგუა და ბარბუდა გაერთიანებული სამეფოს მმართველობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
2017 წლის სექტემბერში ბარბუდას თავს დაატყდა ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც კუნძულის შენობებისა და ინფრასტრუქტურის 95% ძლიერ დააზიანა ან დაანგრია, რის შემდეგაც მისი ყველა მცხოვრების ანტიგუაზე ევაკუირება მოხდა.[4]