ანრიეტ ნევერელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანრიეტ ნევერელი (ფრანგ. Henriette de Nevers; დ. 31 ოქტომბერი, 1542, შერი, საფრანგეთი — გ. 24 ივნისი, 1601, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი დიდგვაროვანი და ლა მარკების დინასტიის წარმომადგენელი. თავისი ძმის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა ნევერისა და რეთელის ჰერცოგინია. ლუიჯი გონძაგაზე ქორწინებით გახდა მანტუის პრინცესა, რომელთანაც შეეძინა მანტუის ჰერცოგი კარლო II გონძაგა.
სწრაფი ფაქტები ანრიეტ ნევერელი, დაიბადა ...
ანრიეტ ნევერელი | |
---|---|
წოდებები
ნევერისა და რეთელის ჰერცოგინია, მანტუის პრინცესა | |
დაიბადა |
31 ოქტომბერი, 1542 შერი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა |
24 ივნისი, 1601, (58 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საგვარეულო | ლა მარკები |
მეუღლე(ები) | ლუიჯი I გონძაგა, ნევერის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | ხუთი შვილი |
მამა | ფრანსუა I, ნევერის ჰერცოგი |
დედა | მარგარიტა დე ბურბონ-ლა მარში |
რელიგია | კათოლიციზმი |
დახურვა