ანრიეტა მარია დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანრიეტა მარია დე ბურბონი (ფრანგ. Henriette Marie de bourbon; ინგლ. Henrietta Maria of France; დ. 25 ნოემბერი 1609 — გ. 10 სექტემბერი 1669), აგრეთვე ცნობილი როგორც ჰენრიეტა მარია ფრანგი — დაბადებიდან იყო საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა. ანრი IV-ის და მისი მეორე, იტალიელი მეუღლის — მარია მედიჩის ნაბოლარა ქალიშვილი. 1625-1649 წლებში ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი, როგორც ჩარლზ I-ის მეუღლე. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის ორი მეფის — ჩარლზ II-ისა და ჯეიმზ II-ის დედა.
სწრაფი ფაქტები ანრიეტა მარია დე ბურბონი, მმართ. დასაწყისი: ...
ანრიეტა მარია დე ბურბონი | |
---|---|
Henriette Marie de Bourbon | |
ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ივნისი 1625 |
მმართ. დასასრული: | 30 იანვარი 1649 |
წინამორბედი: | ანა დანიელი |
მემკვიდრე: | კატარინა ბრაგანსა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ნოემბერი 1609 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 10 სექტემბერი 1669 (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოლომბესი, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: |
ჩარლზ I, ინგლისის მეფე (ქ. 1625 - გარდ. 1649) |
შვილები: |
ჩარლზ II, ინგლისის მეფე მერი, ორანის პრინცესა ჯეიმზ II, ინგლისის მეფე ჰენრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ანრი IV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა