ანდრუს ანსიპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრუს ანსიპი (ესტ. Andrus Ansip; დ. 1 ოქტომბერი, 1956, ტარტუ, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2005-2014 წლებში.
სწრაფი ფაქტები ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ანდრუს ანსიპი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აპრილი, 2005 – 26 მარტი, 2014 | |
პრეზიდენტი | არნოლდ რუიტელი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
წინამორბედი | იუჰან პარტსი |
მემკვიდრე | ტაავი რიივასი |
დაბადებული | 1 ოქტომბერი, 1956 (1956-10-01) (67 წლის) ტარტუ, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | რეფორმის პარტია |
მეუღლე | ანუ ანსიპი |
შვილები | 3 |
პროფესია | ქიმიკოსი |
დახურვა
დაიბადა ტარტუში, 1979 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1978 წელს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. 1985 წელს მუშაობა დაიწყო ესტონეთის სსრ-ის კომპარტიის ტარტუს რაიონის მრეწველობისა და ტრანსპორტის ინსტრუქტორად. 1998 წელს აირჩიეს ტარტუს მერად და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 2004 წლამდე. 2004 წელს გახდა რეფორმის პარტიის თავმჯდომარე. 2005 წელს პრეზიდენტმა არნოლდ რუიტელმა დაავალა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება. ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა ცენტრისტულ და სახალხო კავშირთან ერთად.