ანდრეი კირილენკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრეი გენადის ძე კირილენკო (რუს. Андрей Геннадьевич Кириленко; დ. 18 თებერვალი, 1981, იჟევსკი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — რუსი კარიერადასრულებული პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის კომისარი რუსეთის საკალათბურთი ფედერაციაში.
ანდრეი კირილენკო | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კირილენკო რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2011 წელს | |||||||||||||||||||
№ 47 | |||||||||||||||||||
ფორვარდი | |||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||
დაიბადა |
18 თებერვალი, 1981 (1981-02-18) (43 წლის) იჟევსკი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი | ||||||||||||||||||
სიმაღლე | 206 სმ | ||||||||||||||||||
წონა | 107 კგ | ||||||||||||||||||
კარიერა | |||||||||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 1999 / რაუნდი: 1 / არჩევა: 24-ე | ||||||||||||||||||
არჩეული იუტა ჯაზი | |||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 1997–2015 | ||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||||||||
1997 - 1998 | სპარტაკ სანქტ-პეტერბურგი | ||||||||||||||||||
1998 - 2001 | ცსკა მოსკოვი | ||||||||||||||||||
2001 - 2011 | იუტა ჯაზი | ||||||||||||||||||
2011 - 2012 | ცსკა მოსკოვი | ||||||||||||||||||
2012 - 2013 | მინესოტა ტიმბერვულვზი | ||||||||||||||||||
2013 - 2014 | ბრუკლინ ნეთსი | ||||||||||||||||||
2015 | ცსკა მოსკოვი | ||||||||||||||||||
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
სტატისტიკა NBA.com-ზე | |||||||||||||||||||
მედლები
|
ანდრეი კირილენკომ პროფესიონალური კალათბურთის თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო; პირველად თამაშობდა რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგაში. 1998-2001 წლების განმავლობაში იგი ცსკა მოსკოვში თამაშობდა; 2000 წელს მოიგო რუსეთის ლიგის MVP. 2001 წელს კირილენკო შეუერთდა იუტა ჯაზს, გუნდს რომელმაც იგი 1999 წლის NBA-ის დრაფზე 24-ე პიკად აირჩია. იგი გახდა პირველი რუსი მოთამაშე რომელიც NBA-ის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს; აგრეთვე გახდა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა დრაფტზე არჩეული მოთამაშე. პირველ სეზონში NBA-ის ახალბედების პირველ გუნდში მოხვდა; კარიერის განმავლობაში NBA-ის ყველა-მცველის გუნდში სამჯერ, ხოლო All-Star-ზე (2004) ერთჯერ მოხვდა. 2011 წლის NBA-ის ლოკაუტის დროს, კირილენკომ კიდევ ერთი წელი გაატარა ცსკა მოსკოვში, სადაც გუნდს 2012 წლის ევროლიგის ფინალისკენ გაუძღვა. ამავე წელს, კირილენკო იყო ევროლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულის მიღების ნომინანტი, აგრეთვე ამავე წელს მოხვდა ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულში და გახდა ევროლიგის წლის დამცველი.[1]
2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ კირილენკო რუსეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები რეგულარული წევრი იყო. რუსეთის ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევრობასკეტი 2007 და ამავე ღონისძიების MVP ჯილდოც მიიღო. 2011 წელს მოიგო მეორე ევრობასკეტის ტიტული (ამჯერად ბრინჯაოს მედალი). ორივე ტურნირში მონაწილეობისას მოხვდა ტურნირის საუკეთესო ხუთეულში. კირილენკო ფიბა ევროპის კაც წლის მოთამაშეც ორჯერ დასახელდა, ხოლო ეუროსკარის წლის მოთამაშის ჯილდო 2012 წელს მოიგო.