![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ანდარაზანის ქედი
ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ანდარაზანის ქედი[1] — ქედი საქართველოში, კახეთის მხარის თელავის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი ქედი. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი (სიმაღლე 3039 მ), სამხრეთით — მწვერვალი პატარა ანდარაზანი (სიმაღლე 2348 მ). ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვევით — წიფლის ტყე.
სწრაფი ფაქტები ანდარაზანის ქედი ...
ანდარაზანის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°08′37″ ჩ. გ. 45°36′41″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | თელავის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | დიდი ანდარაზანი |
სიმაღლე | 3039 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
დახურვა