From Wikipedia, the free encyclopedia
ანდაზა (ლათ. proverbium) — ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება.
ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.
მაგალითი: ანდაზა „გემოვნებაზე არ დაობენ“. აქ მოყვანილი აზრი, თითქოს გვანიჭებს თავისუფლებას შემოქმედებაში, მეორე მხრივ კი იგი გვათანაბრებს უმეცრების, გაუნათლებელი საზოგადოების, არაკომპეტენტურობის ჩარჩოში, მნიშვნელობას უკარგავს ჭეშმარიტ სილამაზეს და ამ გზით, ირიბად ასრულებს უსამართლო ცენზურულ სამსახურს, შედეგად ზღუდავს პროგრესული პიროვნების თავისუფლებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.