From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ჰენრიეტა კურპფალცელი (გერმ. Anna Henriette von Pfalz), ან ბავარიელი (ფრანგ. Anne Henriette de Bavière; დ. 13 მარტი, 1648 — გ. 23 თებერვალი, 1723) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჯეიმზ VI-ის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ვაჟ ედუარდ კურპფალცელისა და მისი მეუღლის, ანა გონძაგას ქალიშვილი. კონდეს პრინცესა 1686-1709 წლებში როგორც ანრი ჟიულ დე ბურბონის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა.
ანა ჰენრიეტა კურპფალცელი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ნოემბერი, 1686 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1709 |
წინამორბედი: | კლარა კლემენს დე მაილე-ბრეზი |
მემკვიდრე: | ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 მარტი, 1648 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 23 თებერვალი, 1723, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ანრი ჟიული, კონდეს პრინცი (ქ. 1663 - გარდ. 1709) |
შვილები: |
მარი ტერეზი, კონტის პრინცესა ლუი III, კონდეს პრინცი ანა მარი, მადმუაზელ კონდე ლუიზ ბენედიქტა, მაინის ჰერცოგინია მარი ანა, ვენდომის ჰერცოგინია |
სრული სახელი: | ანა ჰენრიეტა ჯულიანა |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი |
დედა: | ანა გონძაგა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ანა ჰენრიეტა დაიბადა 1648 წლის 13 მარტს პარიზში. იგი იყო სიმერნის პფალცგრაფ ედუარდ კურპფალცელისა და მისი მეუღლის, ანა გონძაგას ქალიშვილი. მამამისი იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ისა და ანა დანიელის ასულ ელიზაბეთ სტიუარტისა და მისი ქმრის, ბოჰემიის მეფე და პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ V-ის ვაჟი, ხოლო დედამისი იყო პოლონეთისა და ლიტვის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას ღვიძლი და.
თხუთმეტი წლის ასაკში იგი დანიშნეს კონდეს პრინც ლუი II-ის ერთადერთ ვაჟზე, ენგიენის ჰერცოგ ანრი ჟიულზე. იგი კონდეს ტახტის მემკვიდრე და საფრანგეთის მეფის ბიძაშვილი იყო. მისი და ანა ჰენრიეტას ქორწინება 1663 წლის 11 დეკემბერს შედგა პარიზის პალას დე როიალში. საქორწინო ცერემონიალი მოგვიანებით კვლავ შედგა ვერსალის სასახლეში, სადაც მას ლუი XIV, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი, დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I, მისი ცოლი ჰენრიეტა ინგლისელი და სხვა მრავალი მონარქი და არისტოკრატი დაესწრო.
მრავალწლიანი და უბედური ქორწინებიდან, წყვილს ათი შვილი შეეძინა. ანრი ჟიულს კლინიკური ლიქანთროპია სჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სადისტური ბუნება და პერიოდულად გიჟური გამოხტომები ჰქონდა. ანა ჰენრიეტა აღწერილია როგორც სათნო, განათლებული, დახვეწილი, ქველმოქმედი და ღვთისმოსავი ქალი, რომელსაც სამეფო კარზე ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც უთანაგრძნობდნენ ქმრის გამო. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, ანრი ჟიული ანა ჰენრიეტას ხშირად სცემდა, თანაც ამას იგი არც მსახურების და არც დიდგვაროვნების თვალწინ ერიდებოდა.
1671 წელს ანა ჰენრიეტას ბიძაშვილი, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი ცოლად გაჰყვა ლუი XIV-ის დაქვრივებულ ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს. ანა ჰენრიეტა და ელიზაბეთ შარლოტა ძალიან მალე დამეგობრდნენ და დიდ დროს ატარებდნენ ერთად. 1708 წელს, როდესაც მისი ბიძაშვილი, მანტუას ჰერცოგი კარლო IV გარდაიცვალა, ანამ მისგან მემკვიდრეობით არჩეს პრინცესობა მიიღო, მანტუას კი ავსტრიელები დაეპატრონნენ. მომდევნო 1709 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ანრი ჟიული, რის შემდეგაც კონდეს პრინცი მათი ვაჟი ლუი III გახდა.
ანა ჰენრიეტა კურპფალცელი გარდაიცვალა 1723 წლის 23 თებერვალს, 74 წლის ასაკში, პარიზში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.