![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Anna_Semenovich_1.jpg/640px-Anna_Semenovich_1.jpg&w=640&q=50)
ანა სემენოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა სემენოვიჩი (რუს. Анна Семенович; დ. 1 მარტი 1980, მოსკოვი, სსრკ) — რუსი ფიგურისტი, მსახიობი, ტელეწამყვანი და საესტრადო მომღერალი. ჯგუფ „ბლესტიაშიეს“ ყოფილი სოლისტი (2003-2007). სპორტის საერთაშორისო ოსტატი ფიგურულ ციგურაობასა და ყინულზე ცეკვაში. იყო კლუბ „Twizzles“-ის წევრი. არის არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის მრავალგზის მედალოსანი. 21 წლის ასაკში, მენისკის ტრავმის გამო, დატოვა სპორტი და აშშ-დან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. შექმნა მუსიკალური კოლექტივი „ჩარლის ანგელოზები“, რომელმაც გარკვეულ ხანში შეწყვიტა არსებობა და სემენოვიჩი სამუშაოდ ტელევიზიაში გადავიდა. გადაღებულია ჟურნალებში: „Maxim“, „XXL“, „FHM“, „Пингвин“. 2005 წლიდან კინოში იღებენ.