From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ჰელენ პეკუინი (ინგლ. Anna Paquin დ. 24 ივლისი, 1982, უინიპეგი) — კანადაში დაბადებული ახალზელანდიელი მსახიობი.
დაიბადა ქალაქ უინიპეგში. 1992 წელს ცხრა წლის ანამ, როგორც 5000–მა სხვა ნიჭიერმა გოგონამ, მონაწილეობა მიიღო სინჯებში ფლორა მაკგრატის როლზე ფილმში „პიანინო“. ახალგაზრდა ანამ მონაწილეობა მიიღო ამ ფილმის გადაღებაში და დაიმსახურა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ამერიკული კინოაკადემიის ეს გადაწყვეტილება ყველა დამსწრებისთვის შოკად იქცა, მაგრამ ყველაზე მეტად ანასთვის. თერთმეტი წლის მსახიობი მიკროფონს მოუახლოვდა და 15 წამის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო. ამ წარმატებამ ანას გზა გაუხსნა მსოფლიოს საუკეთესო სურათების გადასაღებ მოედნებზე. მან პატარა ჯეინის როლი ითამაშა ფილმში „ჯეინ ეარი“ (1996) და დონას როლი ფილმში „აურზაური“ (1998). განმეორებითი წარმატება მოვიდა ანასთან მარი/როუგის როლის შესრულების შემდეგ ფანტასტიკურ ბლოგბასტერში „X ადამიანები“. ამ როლმა მსახიობს რამდენიმე ნომინაცია მოუტანა სხვადასხვა კინოფესტივალზე. პეკუინი ბისექსუალია.[1]
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1993 | ფ | პიანინო | The Piano | ფლორა მაკგრათი |
1996 | ფ | ჯეინ ეარი | Jane Eyre | ახალგაზრდა ჯეინ ეარი |
1997 | ფ | ამისტედი | Amistad | იზაბელა II ესპანელი |
1998 | ფ | აურზაური | Hurlyburly | დონა |
2000 | ფ | იქს ადამიანები | X-Men | მარი/როუგი |
2002 | ფ | 25-ე საათი | 25th Hour | მარი დ'ანუნციო |
2005 | ფ | კალმარი და ვეშაპი | The Squid and the Whale | ლილი |
2014 | ფ | იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები | X-Men: Days of Future Past | მარი/როუგი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.