ანა მეი ვონგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა მეი ვონგი (დაიბადა ვონგ ლიუ ცონგი; დ. 3 იანვარი, 1905 — გ. 3 თებერვალი, 1961) — ამერიკელი მსახიობი, ითვლებოდა ჰოლივუდის პირველ ჩინელ-ამერიკელ კინოვარსკვლავად. ასევე არის პირველი ჩინელი ამერიკელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი მრავალფეროვანი კარიერა მოიცავს მუნჯ ფილმებს, ხმოვან კინოს, ტელევიზიას, სცენასა და რადიოს.
ანა მეი ვონგი | |
---|---|
ვონგი 1935 წელს | |
დაბადების სახელი | ვონგ ლიუ ცონგი |
დაბადების თარიღი |
3 იანვარი, 1905 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
3 თებერვალი, 1961 (56 წლის) სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1919-1961 |
დაიბადა ლოს-ანჯელესში, ტაიშანელ ჩინელ-ამერიკელი მშობლების ოჯახში. ვონგი გატაცებული იყო კინოებით და ფილმებში მონაწილეობა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ჩუმი კინოს ეპოქაში მან ითამაშა ფილმში „ზღვის ფასი“ (1922), ასევე გამოჩნდა დაგლას ფერბენკსის ფილმში, „ბაღდადის ქურდი“ (1924).
ვონგი იმედგაცრუებული იყო სტერეოტიპული მეორეხარისხოვანი როლებით, რომლებსაც იგი უყოყმანოდ თამაშობდა ჰოლივუდში, ამიტომ, გაემგზავრა ევროპაში, 1920-იანი წლების ბოლოს, სადაც მან ითამაშა რამდენიმე ცნობილ პიესასა და ფილმში, მათ შორის არის ფილმი, პიკადილი (1929). მან გასული საუკუნის 30-იანი წლების პირველი ნახევარი კინოსა და სცენაზე მუშაობისთვის, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოგზაურობას დაუთმო. ვონგი მონაწილეობდა ადრეული ეპოქის ისეთ ფილმებში, როგორიცაა: დრაკონის ქალიშვილი (1931), შანხაის ქალიშვილი (1937), 1932 წელს მსახიობ მარლენ დიტრიხთან ერთად გადაიღეს იოზეფ ფონ შტერნბერგის ფილმში, შანხაის ექსპრესი (1932).
1935 წელს ვონგი, სამსახიობო კარიერით ყველაზე იმედგაცრუებული მაშინ დარჩა, როდესაც Metro-Goldwyn-Mayer-მა უარი თქვა მას განესახიერებინა ჩინელი პერსონაჟი ო-ლანი მთავარი როლით, ფილმში კარგი დედამიწა. MGM-მ ვონგს სანაცვლოდ შესთავაზა მაცდუნებელი ლოტუსის მეორეხარისხოვანი როლი, მაგრამ მან პრინციპულად უარი თქვა. [1]
შემდეგი წელი ვონგმა ჩინეთში გასტროლებზე გაატარა, მისი ოჯახის წინაპრების სოფელში იყო და ჩინეთის კულტურა შეისწავლა. 1930-იანი წლების ბოლოს მან ითამაშა რამდენიმე ფილმში, Paramount Pictures-ისთვის, სადაც ჩინელი და ჩინელი-ამერიკელები პოზიტიურად არიან წარმოჩენილნი.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაკლებად იყო კონცენტრირებული კინო-კარიერაზე, ამის მაგივრად მან დიდი დრო და ფული ჩინელებს დაუთმო და იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ვონგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1950–იან წლებში დაბრუნდა და გამოვიდა რამდენიმე სატელევიზიო პროგრამაში.
მსახიობი კინოში დაბრუნებას ფილმ, Flower Drum Song-ში მონაწილეობით აპირებდა, თუმცა 1961 წელს, 56 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების განმავლობაში, ვონგი ძირითადად ახსოვდათ სტერეოტიპული „დრაკონის ლედის“ და „პეპელას“ როლებით, რომლებსაც იგი ხშირად თამაშობდა.