From Wikipedia, the free encyclopedia
ანა იაგელონი (პოლ. Anna Jagiellonka, გერმ. Anna von Polen; დ. 12 მარტი, 1476 — გ. 12 აგვისტო, 1503) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. პომერანიის ჰერცოგინია 1491-1503 წლებში როგორც ბოგისლავ X-ის ცოლი. დანიისა და ნორვეგიის დედოფალ სოფია პომერანიელის დედა.
ანა იაგელონი | |
---|---|
პომერანიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1491 |
მმართ. დასასრული: | 12 აგვისტო, 1503 |
წინამორბედი: | მარგარეტ ბრანდენბურგელი |
მემკვიდრე: | ამალია კურპფალცელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 მარტი, 1476 |
გარდ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1503, (27 წლის) |
მეუღლე: | ბოგისლავ X, პომერანიის ჰერცოგი |
შვილები: |
ანა, ბრიეგის ჰერცოგინია გეორგ I, პომერანიის ჰერცოგი სოფია, დანიის დედოფალი ბარნიმ IX, პომერანიის ჰერცოგი |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ანა დაიბადა 1476 წლის 12 მარტს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი.
1489 წელს პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ X-ის მეუღლე, მარგარეტ ბრანდენბურგელი უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც დაქვრივებულმა ბოგისლავი 1490 წელს ანა იაგელონზე დაინიშნა. 1491 წლის 2 თებერვალს ანა და ბოგისლავი დაქორწინდნენ. ჰერცოგმა ბოგისლავმა მასზე ქორწინებით ახალგაზრდა და ჯანმრთელი ცოლიც მიიღო და პოლონეთთან ალიანსიც. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი ქორწინება ძალიან ბედნიერი იყო. მას შემდეგ, რაც ანამ მას უამრავი მემკვიდრე გაუჩინა, ბოგისლავს კიდევ უფრო შეუყვარდა იგი. როგორც იმ დროის სამეფო კარის ქრონიკები იტყობინებიან, ანამ დიდი გავლენა იქონია თავის უხეშ და ნაკლებად განათლებულ ქმარზე.
1496-98 წლებში საღვთო რომის იმპერატორმა ბოგისლავი ვენეციაში გააგზავნა მოსალაპარაკებლად, რა დროსაც პომერანიას ანა მართავდა. ცნობილია, რომ ამ დროს მან სამეფო საბჭო შექმნა, სადაც განიხილავდა მნიშვნელოვან საქმეებს.
ჰერცოგინია ანა გარდაიცვალა 1503 წელს, 27 წლის ასაკში. იგი მერვე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც ვაჟი გააჩინა. იგი დაკრძალეს ელდენას კათედრალში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.