![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/Ana_de_Armas_by_Gage_Skidmore.jpg/640px-Ana_de_Armas_by_Gage_Skidmore.jpg&w=640&q=50)
ანა დე არმასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა სელია დე არმას კასო (ესპანური წარმოთქმა: [ˈana ˈselja de ˈarmas ˈkaso]; დ. 30 აპრილი, 1988[1]) — კუბელი-ესპანელი მსახიობი. კარიერა დაიწყო მშობლიურ კუბაში. 2006 წელს შეასრულა მთავარი როლი რომანტიკულ დრამაში „Una rosa de Francia“ (2006). 18 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა მადრიდში სადაც 6 სეზონის განმავლობაში, 2007-2010 წლებში, მონაწილეობდა პოპულარულ თინეიჯერულ დრამაში '„El Internado“.
ანა დე არმასი | |
---|---|
![]() ანა დე არმასი 2017 წელს | |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1988 (1988-04-30) (36 წლის) ჰავანა, კუბა |
აქტიური | 2006-დღემდე |
მეუღლე(ები) | მარკ კლოტეტი (2011-2013) |
მას შემდეგ რაც დე არმასი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, დაიწყო ინგლისურენოვანი როლების თამაში. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო ეროტიულ თრილერში „Knock Knock“ (2015) და კრიმინალურ კომედიაში „War Dogs“ (2016). აგრეთვე ითამაშა ფილმში „Hands of Stone“ (2016). პოპულარობა მოუტანა ჰოლოგრაფიულ სამეცნიერო ფანტასტიკა „Blade Runner 2049“-ში (2017) თამაშმა. მან ითამაშა ექთანი მართა კარბერას როლი ფილმში „Knives Out“ (2019). დე არმასი ნომინირებული იყო ჯილდოზე ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.