ანა ანდერსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანასტასია ჩაიკოვსკაია (რუს. Анастасия Чайковская (Манахан), პოლ. Anastasja Czajkowska) (ქორწინებაში — მანაჰანი), უფრო მეტად ცნობილია, როგორც ანა ანდერსონი (რუს. Анна Андерсон, პოლ. Anna Anderson)[1][2]. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, (დაახლოებით 1896 წლის 22 დეკემბერი) გარდაიცვალა 1984 წლის 4 თებერვალს შარსლოტსვილში, აშშ— ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, რომელიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II -ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულის ქალიშვილ დიდ კნეინა ანასტასია რომანოვად ასაღებდა თავს, რომელიც 15 ივნისს იყო დაბადებული და 1918 წლის 17 ივლისს ბოლშევიკების მიერ იქნა ოჯახთან ერთად დახვრეტილი ეკატერინბურგში. ერთ-ერთი ვერსიით, ანა ანდერსონი სინამდვილეში ბერლინის ასაფეთქებელი საშუალებების გამომშვები ქარხნის მუშაკი ფრანცისკა შანკოვსკაია იყო[3][4][5]. შანკოვსკების ოჯახთან მისი გენეტიკური სიახლოვე მისი სიკვდილის შემდეგ გაკეთებულმა ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა დნმ ტესტმა დაადასტურა.
ანასტასია ჩაიკოვსკაია (მანაჰანი) რუს. Анастасия Чайковская (Манахан) პოლ. Anastasja Czajkowska | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | დაახ. 22 დეკემბერი, 1896 დაახ. პომერანია, პრუსია (დღევანდელი პოლონეთი) |
გარდაიცვალა | 4 თებერვალი, 1984 ვირჯინია, ( ![]() |
ეროვნება | სავარაუდოდ პოლონელი |
ცნობილია | ანა ანდერსონი |