From Wikipedia, the free encyclopedia
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი („ახალი დასავლეთი“) — ერთ-ერთი რაიონი (stadsdeel) ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, რომელიც მოიცავს ქალაქის უკიდურეს დასავლეთ მხარეს. რაიონს სტატუსი 2010 წელს მიენიჭა, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა სამი რაიონი Osdorp, Geuzenveld-Slotermeer და Slotervaart. 2013 წლის აღწერით, რაიონში ცხოვრობდა თითქმის 142 000 მოსახლე.[1]
რაიონი | |
---|---|
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი Amsterdam Nieuw-West | |
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
დაქვემდებარება | რაიონი |
რეგიონი | ჩრდილოეთი ჰოლანდია |
კოორდინატები | 52°21′49″ ჩ. გ. 4°48′24″ ა. გ. |
დაარსდა | 2010 |
ფართობი | 32.38 კმ² |
მოსახლეობა | 142 000 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 020 |
საფოსტო ინდექსი | 1017 SG |
ოფიციალური საიტი | http://www.nieuwwest.amsterdam.nl/ |
ამსტერდამის ყველაზე დასახლებული უბანი, აშენდა, მას შემდეგ, რაც 1950 წელს დამტკიცდა ქალაქის გაფართოების გეგმა, რომელიც დაფუძნებული იყო ქალაქ-ბაღნარის კონცეფციაზე.
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი არის გაშლილი, მჭიდროდ დასახლებული დასახლება დასავლეთ ამსტერდამში. იგი მდებარეობს ამსტერდამის ყოფილი მუნიციპალიტეტის სლოტენის ადგილას, ქალაქის დათარიღებულია 1063 წლით, რომელიც გახდა რაიონის ნაწილი. ქალაქის დასავლეთ ნაწილი განვითარება დაიწყო 1935 წელს, როდესაც მიიღეს ქალაქის გაფართოების გენერალური გეგმა (Algemeen Uitbreidingsplan). რაიონის ცენტრში არის ტბა სლოტერპლასი (Sloterplas), რომელსაც გარს აკრავს დიდი პარკი სლოტერპარკი (Sloterpark). უძველესი ქალაქ-ბაღნარის უბნებია: Slotermeer, Geuzenveld, Slotervaart, Overtoomse Veld და Osdorp. 1990-იან წლებში, კიდევ რამდენიმე უბანი განვითარდა: Oostoever, Nieuw Sloten და De Aker.
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი ოფიციალურად შედგება შემდეგი ცხრა უბნისგან, როგორც განსაზღვრული რაიონის ადმინისტრაცია:[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.